ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით ერთი საკითხი-ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განიხილეს. საქმე ეხება ფოთის სახელმწიფო თეატრის შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხას. შეგახსენებთ რომ ფოთის თეატრის დასი უკვე მე-3 თვეა არ ატარებს სპექტაკლებსა და რეპეტიციებს. მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა. ჩვენი ინფორმაციით მერის მოადგილისა და თეატრის დირექტორის კულტურის სამინისტროში ვიზიტისას მიღწეულ იქნა შეთანხმება თეატრის შენობის გარემონტების თაობაზე, რისთვისაც პირველ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო. ექსპერტიზის ხარჯები კი ფოთის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. სწორედ ამ თანხის ბიუჯეტში ასახვის გადადებამ გამოიწვია თეატრის დასის პროტესტი სოციალურ ქსელში. ფეისბუქ კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობის საკითხიც გახდა.
სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან მამუკა ხორავამ. ის ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოუგვარებლობას შეეხო და მერიას საკითხის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა.
ფოთის თეატრმა ფუნქციონირება მას შემდეგ შეაჩერა რაც 3 თვის წინ ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა