სიახლე 

ფოთში 9 აპრილი აღნიშნეს

ორშაბათს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვნით და ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც აჟღერდა ქართული პატრიოტული სიმღერები, წაკითხულ იქნა ეროვნულ მოტივზე შექმნილი ნაწარმოებები.
ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპულთა და ყოველთა მამულიშვილთა მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინა ფოთის საკათედრო ტაძარში.
მსახურება აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
წელს 27 წელი შესრულდა რაც უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო

მსგავსი სტატიები