ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
12-დან 15 აპრილის ჩათვლით ზესტაფონში მოსწავლეებს შორის კრივში საქართველოს პირველობა ჩატარდება.ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება განხორციელდება . ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერიდან“ საქართველოს ჩემპიონატში ოთხი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ახლად დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრების მოკრივეები კი მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებენ