სიახლე 

სააღდგომო წირვა ფოთში

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება . აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა და საეკლესიო სამზადისი.
ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება.წელს აღდგომა მართმადიდებელმა სამყარომ 8 აპრილს აღნიშნა.
ფოთის საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობა 7 აპრილის საღამოდან შეინიშნებოდა.
მამა კირიონმა შეკრებილ მრევლს ფოთისა და ხობის მიტროპოლტის გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე წაუკითხა, შემდგომ საზეიმო წირვა გაიმართა.
საზეიმო წირვა დილამდე გაგრძელდა

მსგავსი სტატიები