„ჭაბონამა“ ფოთის ჩემპიონია
მიმდინარე წლის 11 აპრილს„პარკი არენა’’-ზე გაიმართა მოყვარულთა თასი-2018 წლის გათამაშების ფინალური მატჩი ფეხბურთში, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები „ჭაბონამა’’ და „ტუბორგი’’ დაუპირისპირდნენ. თამაში დასრულდა ანგარიშით 4:0 „ჭაბონამა’’-ს სასარგებლოდ. გოლები თენგო ალანიამ, ბორიკო გელაჭეიშვილმა, დავით კუკულაძემ და ლევან ყურაშვილმა გაიტანეს. გუნდმა ამ გამარჯვებით რეგიონალურ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

