სიახლე 

ფოთში დედაენის კვირეული დაიწყო

ფოთში დედა ენის კვირეული ახალგაზრდა მწერლებთან შეხვედრით დაიწყო..ქალაქ ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდა მწერლები და პოეტები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა და ნინო სადღობელაშვილი მოსწავლე -ახალგაზრდობასა და ქალაქის საზოგადოებას შეხვდნენ. საუბარი ქართულის ენისა და მწერლობის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობის საკითხებს შეეხო. შეხვედრის დასასრულს გამომცემლობა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ბიბლიოთეკის ფოიეში  ქართული ენის თემატიკისადმი მიძღვნილი, აკაკი ჩხაიძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა.

მსგავსი სტატიები