სიახლე 

ფაროსანასთან საწინააღმდეგო ღონისძიება ფოთში

ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, ფაროსანას წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ. ფოთის მუნიციპალიტეტის ოთხივე წარმომადგენლობით უბანში, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ანგული მიქავამ და დავით ღადუამ, ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, რომელზეც ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფოთში ისევე როგორც სხვა რეგიონებში, სხვადასხვა მეთოდებთან ერთად ე.წ. „ნისლით შეწამვლა“ იქნება გამოყენებული, რაც ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქნა მიჩნეული. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათას ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები.

მსგავსი სტატიები