სიახლე 

მალთაყვის ბულვარის პროექტის წარდგენა ფოთის საკრებულოში

ფოთის საკრებულოში მალთაყვის ბულვარის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც გენერალური გეგმის პროექტის ავტორებმა ნინო გვენცაძემ და ირაკლი მურღულიამ წარადგინეს.შეხვედრაზე განხილულ იქნა ის სამუშაოები რაც განხორციელდა მალთაყვის ბულვარის მშენებლობის დროს. შეხვედრას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრა პროექტის ავტორებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები