მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსი ფოთში
18 აპრილს თეოფანე დავითიას სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა გრამატიკული კონკურსი “ენაი შემკული და კურთხეული“, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განმტკიცება , ცოდნის შეჯამება და სრულყოფა. კონკურსს ესწრებოდნენ რესურსცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები: 1-ლი ადგილი– მე-5 საჯარო სკოლა; მე-2 ადგილი– 1-ლი საჯარო სკოლა; მე-3 ადგილი — მე-4 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაემგზავრებიან ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.