სიახლე 

ფოთელი ცხენოსანის წარმატება

ფოთის საცხენოსნო სკოლის შექმნაში უდიდესი წვლილი ვალერიან მაქაცარიას მიუძღვის, სწორედ მისი ინიციატივით იქნა ჩამოყვანილი 1972 წელს აკულარის ცხენსაშენიდან 15 სუფთა სისხლის ინგლისური ცხენი. საცხენოსნო საქმის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს ცეზარ შურღაიამ, ზაურ ტოტიკოვმა, რუსლან კვარაცხელიამ. დღეს ფოთის სკოლის საკუთრებაში 2 ბრწყინვალე ულაყია ეს არის ვიგეროუზი, და პირველი. ვიგეროუზი კულარის ცხენსაშენის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთ კავშირის დროს 1 მილიონ დოლარად შეძენილი „ჩეირმენის“ შთამომავალია, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში ყველაზე სუფთა ინგლისური სისხლის ულაყის ნიარკოს ხაზის წარმომადგენელი იყო. ტრადიციებს ფოთის საცხენოსნო სკოლა დღესაც აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ ფოთს სკოლის წარმომადგენელმა გიორგი კვარაცხელიამ თბილისში, ამბასადორის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა და 15 უძლიერეს სპორტსმენს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამჟამად ფოთის საცხენოსნო სკოლის გუნდი თბილისის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 27- 30 აპრილს ტარდება

მსგავსი სტატიები