სიახლე 

ფოთის კოლეჯ “ფაზისში” ლექცია სემინარი გაიმართა 20.09.2019

კოლეჯ „ფაზისში“ ევროპის ონკო – გინელოკოგიური საზოგადოებისა და პაციენტთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით, ლექცია-სემინარი გაიმართა, რომელიც, გინეკოლოგიური ონკოლიგიის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. სემინარს გინეკოლოგი, მარინა ხოფერია უძღვებოდა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის ინფორმირება, ხოლო დევიზი სიმსივნისგან თავისუფალი ოჯახი, ჯანმრთელი ქალბატონი და ჯანმრთელი შვილია. სემინარს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებთან ერთად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფროსი, მაია მაკალათია ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის და ონკოლოგიური კუთხით არსებული პროგრამები გააცნო. ეკატერინე სანიკიძემ როგორც აღნიშნა, „საქართველოს პაციენთა კავშირი“ მსოფლიო კამპანიას გინეკოლოგიური სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა. აღსანისნავია, რომ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება.

მსგავსი სტატიები