სიახლე 

ფოთში მშვიდობის კლუბი დაარსდა 21 09 19

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში, მშვიდობის მსოფლიო დღე აღინიშნა, ასევე შეიქმნა მშვიდობის კლუბი.მშვიდობის კლუბი ამერიკელი მოხალისის ბრან ბერინგერის ინიციატივით დაფუძნდა, ამ კლუბში გაწევრიანებული არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, კლუბის შექმნის მიზანია, აქიური მოსწავლეების დაიტერესება, იმ საკითხებით, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, მშვიდობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე მოსწავლეები გააცნობიერებენ ძლიერ მხარეებს, უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ იმ სფეროში რომელიც მათ აინტერესებს. მათი ინიციატივით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, ოქტომბერში დაგეგმილია კონფერენცია, სადაც მთავარი თემა იქნება მშვიდობის მნიშვნელობა მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. “პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში”, ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული “გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის”.

მსგავსი სტატიები