სიახლე 

ფოთში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს 14 10 19

დღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული და მას ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. ტაძარში ქადაგებისას ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გადმოცემის თნახმად, იესო ქრისტეს კვართი წილად მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და მიიცვალა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ხე ამოსულა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ, მისგან შვიდი სვეტი დაუმზადებიათ, მათ შორის ერთი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აშენდა.

მსგავსი სტატიები