სიახლე 

“მეცხრე ტალღას” ეთერში “ეს ქვეყანა შენიას” პირველი გადაცემა გავიდა 14 10 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში პირველი გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ ასოციაცია „დიოსკურიას“ თავმჯდომარე, ნონა ხუხუა; „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე, რევაზ წულაია და „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გოგა მოისწრაფიშვილი, რომლებმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ და სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაიმართა, რომლის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

მსგავსი სტატიები