სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება 14 10 19

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მე-5 ტურის მატჩები ზუგდიდის “დადიანთან” ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს გამარჯვებით დასრულდა. პირველი მატჩი ფოთელმა მოჭადრაკეებმა დიდი ანგარიშით: 6,5 :1,5 ქულით მოიგეს. მეორე მატჩი კი, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ჩვენმა კლუბმა 4,5 : 3,5 ქულით გაიმარჯვა. კლუბი “ნანა” მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, ამბროლაურის კლუბთან კვლავ ფოთში გამართავს. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი” ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. ელენე წოწონავამ, ბ ღია ტურნირში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ნონა გაფრინდაშვილის თასის მფლობელი გახდა. 14 წლის ელენე წარმატებულ სეზონს ატარებს. ის გუშინ ინდოეთის ქალაქ ნიუ დელიში ჩაფრინდა, სადაც 20 წლამდელთა მსოფლი ჩემპიონატში იასპარეზებს.

მსგავსი სტატიები