დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებული ღია ტიპის ნაგავსაყრელი, ფოთის ტერიტორიაზე 6 000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს, სადაც ნარჩენების სეპარირება და რეციკლირება არ ხდება. პოლიგონი თვეში დაახლოებით 3 000 ტონა მუნიციპალურ ნარჩენს იღებს.
ამ ტიპის ნაგავსაყრელი გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. სახელმწიფო ვალდებულია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ძალაში 2015 წელს შევიდა, ნარჩენების მართვის სფეროში შექმნას ისეთი სტანდარტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას. ასევე ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
Არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ...