სიახლე 

ქალაქ ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 25 10 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ და მოწვეულმა ექსპერტმა „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ცხვიტავამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სტატიები