ფოთს სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლისთავთან დაკავშირებით პოლონეთის ქალაქ სუვალკის დელეგაცია ესტუმრა. დაძმობილებული ქალაქის დელეგაციას მერის კაბინეტში ფოთის ხელმძღვანელობა შეხვდა. მათ ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ფოთსა და სუვალკს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2016 წელს მოეწერა.
პოლონელი სტუმრები ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის კოშკში ფოთის ისტორიის ამსახველი სამუზეუმო ექსპონატების და ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. ქალაქის ისტორია ქვიშაზე ასახა ხელოვანმა ნონა გიუნაშვილმა. ღონისძიება კი მუსიკალურად გააფორმა სიმებიანმა კვარტეტმა. აღსანიშნავია რომ 1858 წლის 18 ნოემბერს სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების შესახებ დებულება დამტკიცდა. მალე კი ნავსადგურისა და ქალაქის აღმშენებლობას ნიკო ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქად აქცია.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...