სიახლე 

“შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება 19 11 19

კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის მიერ მართული სახელმწიფო პროგრამის ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ მომსახურების დიდი ნაწილი დონორებისა და სპონსორების შემოწირულობებით იფარება, ერთ-ერთი მსხვილი ხარჯი, რომელსაც ფოთის მერია ფარავდა ბოლო წლები , არის კომუნალური გადასახადები. სამწუხაროდ მერიის მიერ გამოყოფილი თანხა ამოიწურა და დღის ცენტრს არ აქვს შესაძლებლობა, წლის ბოლომდე დარჩენილი სამი თვის განმავლობაში დაფაროს კომუნალური ხარჯები 4000 ლარის ოდენობით. ფონდი ,,ქველმოქმედი 2015“-ის ინიციატივით და ფოთის დრამატული თეატრის მონაწილეობით 26 ნოემბერს და 6 დეკემბერს საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრს“. მაყურებელს საშუალება ექნება 26 ნოემბერს იხილოს გრიბოედოვის თეატრის რეჟისორის ვახტანგ ნიკოლავას მიერ დადგმული სპექტაკლი ,, ბრემენელი მუსიკოსები“ ხოლო 6 დეკემბერს კი რამაზ იოსელიანის ხელმძღვანელობით დადგმული სპექტაკლი ,,ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ . საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ფოთელებს დაესწრონ სპექტაკლებს და ამით წვლილი შეიტანონ ,,შშმ“ ბავშვთა დღის ცენტრის პრობლემის მოგვარებაში.

მსგავსი სტატიები