სიახლე 

“არტ გალერეა 34”-ში ახალგაზრდული იდეა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 17 12 2019

დღეს “არტ გალერეა 34″-ში ,,ფოთის ახალგაზრდული იდეა” საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვებული პროექტის ავტორებს გრანტები გადაეცათ. იდეები კი მდგომარეობს შემდეგში: “ანტისანიტარიის აღმოფხვრა სკოლებში”, “რა? სად? როდის?” და “წიგნების თარო”. პროექტის თემის შერჩევა გამოკითხვის საფუძველზე ხდებოდა, შედეგად გამოვლინდა 3 ძირითადი პრობლემა, რომელზეც პროექტების მიღება გამოცხადდა. პროექტს გერმანული ორგანიზაცია ახორციელებს და ის 800ლარის ოდენობით ფინანსდება.

მსგავსი სტატიები