სიახლე 

საქველმოქმედო აქცია “გალერეა 34” ში

ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ის მიერ განხორციელებული 10-ზე მეტი სოციალური პროექტიდან – “ხელნაკეთი ნივთების შესწავლა სოციალურად დაუცველთათვის” ერთ-ერთია, რომლის დასკვნითი ნაწილი გაიმართა დღეს “არტ გალერეა 34”-ის საგამოფენო სივრცეში. ერთწლიანი პროექტი განხორციელდა “არტ-გალერეა 34”- ისა და შპს “ტრანსფორდის” საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. 200 -ზე მეტი ნაქარგი, ნახატი თუ ხელნაკეთი ნივთი შეიქმნა პროექტში ჩართული ხუთი მოხალისე პედაგოგის მიერ. (სოფო ვეკუა, ვიქტორია ბასილაია, სიზა ადამაძე, ია როგავა და იამზე გორგოტაძე). პროექტში ასევე ჩართული იყო 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი, მათ შორის, დღის ცენტრის ბენეფიციარები და სპეციალურად მოწვეული – უსინათლო გოგონები, რომელთაც ფონდის მესვეურებისაგან და მაღაზიათა ქსელი “ელექტრონიკისაგან” (მენეჯერი – მარიამ დოლბაია) წინასაახალწლოდ მოკრძალებული საჩუქრები გადაეცათ.

მსგავსი სტატიები