ფოთში ბიუჯეტის საჯარო განხილვა შედგა 23 12 19
დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2020 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დარბაზში შეკრებილებს 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 15%-ით ანუ დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზრდება, განსაკუთრებული ყურადღება კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოციალურ საკითხებს, სპორტს და კულტურას დაეთმობა.
2020 წლის ფოთის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები სულ 18 მილიონ 581 ათასი ლარით განისაზღვრა.