სიახლე 

ფოთში საახალწლო სპექტაკლის ჩვენება გაიმართა 27 12 19

ფოთის თეატრმა საახალწლოდ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პატარა მაყურებელს; ჯადოსნურ ქვეყნებში მოგზურობა, გასაოცარი ფერთა გამა, საიდუმლოებებით მოცული იდუმალი ტყე, თოვლის დედოფლის ყინულივით თეთრი სასახლე, მოფარფატე თოვლი და დიდი, ფერადი წიგნი, რომლის ყოველი ფურცელი ჯადოსნურ გმირებს აცოცხლებს. პატარა მაყურებელი გერდასთან ერთად ეძებს დაკარგულ ძმას, კაის, რომელიც თოვლის დედოფლის სასახლეში ყინულივით გულცივი ხდება, თუმცა სიყვარული ათბობს მის გულს და იხსნის დედოფლის ტყვეობიდან. რეჟისორი; ლაშა გოგნიაშვილი სპექტაკლში მონაწილეობენ; თამუნა ჭუბაბრია, ალიკა ცეკვაშვილი, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, ნიკა კვარაცხელია, გუჯა ქარაია, ნინო პაჭკორია, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, ჩიტო პატარიძე, ფატიმა აბრახამია, მარტინ ღამბარაშვილი, ირაკლი კვერღელიძე, ანი ბუკია, თათია თოდუა.

მსგავსი სტატიები