სიახლე 

ფოთში მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს 27 12 19

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს. მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმება ჯერ არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. გულდასაწყვეტია, რომ წინასადღესასწაულო დღეებში ასეთი ფაქტები ფიქსირდება. ცდილობენ მოსახლეობას გაუფუჭდეს საახალწლო განწყობა. ყველაფერი აღდგენილი იქნება და გპირდებით, ასეთი ქმედებებით ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ქალაქს. მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ 17 იანვრამდე ყოველდღიურად ,,გეპატიჟებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე”- განაცხადა მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

მსგავსი სტატიები