დღეს გვინდა გაგაცნოთ 5 წლის დრამერი საბა გედენიძე ფოთიდან. საბა 2 წლის იყო როდესაც პირველად დაუკრა. მისი მუსიკით გატაცება იმანაც განაპირობა, რომ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. უსმენდა ჯაზს, ბლუზს, ასევე კლასიკას, რამაც სმენა განუვითარა და მუსიკის სიყვარული ჩამოუყალიბა. 4 წლის საბა პირველად ავიდა დიდ სცენაზე და კონცერტი ჩაატარა.
საბას ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ინტერნეტ სივრცეში.
2 იანვარს, ფოთში დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე, პატარა დრამერი უკვე მესამედ გამოვა დიდ სცენაზე და მაყურებელს საოცარ შოუს ჰპირდება.
„ექსპრეს ლომბარდის“ მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ფინანსური ვალდებულებები იყოს პროგნოზირებადი, ე.წ ფარული ხარჯებისა და გაურკვეველი პირობების გარეშე....