29 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ში გაიმართა ქალაქის მრავალგზის პრიზიორის, სპორტის ოსტატობის კანდიდატის – ფარვიზ (სოზარ) ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ბლიც ტურნირი. რომელიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ფოთელმა, ასევე ხობელმა და ლანჩხუთელმა სპორტსმენებმა. გამარჯვება მოიპოვა დავით კოდუამ, მეორე შედეგი აკაკი ყალიჩვამ აჩვენა, ხოლო მესამე ადგილი დიანა ლომაიას ერგო. 10 წლამდელთა შორის კი საუკეთესო გაგა გვასალია იყო.
ტურნირში დაწესებული იყო ფულადი პრიზები: I ადგილი – 50 ლარი, II ადგილი – 30 ლარი, III ადგილი – 20 ლარი. ასევე მცირე ფასიანი საჩუქარი საუკეთესო 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკისათვის.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...