სიახლე 

საახალწლო კარნავალი ფოთის მე-5 სკოლაში 30 12 19

ფოთის მეხუთე საჯარო სკოლაში ყოველწლიურად ტარდება საახალწლო კარნავალი, რომელშიც ჩართული არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. წლევანდელი კარნავალის თემა იყო „ბნელი და ტკბილი 90-იანები“. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამ თემის მიხედვით უნდა მოემზადებინათ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერები. ჩატარდა სხვადასხვა სახალისო თამაში. მათ ოთხკაციანი ჟიური აფასებდა. ყველაზე აქტიური გოგონა ანი ადამია გახდა, აქტიური ჭაბუკი კი კოჭო ქორიძე. საუკეთესო ქორეოგრაფიული ნომრისთვის დაჯილდოვდა 10ა კლასი. საუკეთესო მუსიკალური ნომერი ეკუთვნოდა 12ბ კლასს, ხოლო წლის გამარჯვებული გახდა 10ბ კლასი. ჟიურის მიერ მოსწავლეთა შორის შეირჩა მის კარნავალი- დიანა ასლანიანი და მისტერ კარნავალი- ლუკა შამუგია. ასევე გამოვლინდა მშობლებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული და ის მარიკა ცქიტიშვილი გახდა. აღსანიშნავია რომ წლევანდელი კარნავალი რიგით მე-10 იყო და ორგანიზატორების განცხადებით ყოველწლიურად გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები