სიახლე 

“ბილივის” საახალწლო აქცია ფოთელი სმენადაქვეითებული ბენეფიციარებისათვის 30 12 19

ფონდი ,,ბილივი’’ განაგრძობს საქველმოქმედო აქციებს, ამჯერად „ბილივის“ წარმომადგენლების ორგანიზებით ფოთის ერთ-ერთ რესტორანში სმენადაქვეითებულ 35 ბენეფიციარსა და მათ ოჯახებს დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე კალათები გადაეცათ. შეხვედრა, სადღესასწაულო სადილის ფონზე გაიმართა. ბილივი უკვე 5 წელია თანამშრომლობს ფოთის ყრუთა და სმენადაქვეითებულთა კავშირთან. ყოველწლიურად ახორციელებს სხვა და სხვა ტიპის პროექტებსა და მხარდამჭერ აქტივობებს ბენეფიციარებისთვის. საქველმოქმედო ფონდი ბილივი დაფუძნდა 2014 წელს, დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ფონდის მიზანია გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცების და ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება.

მსგავსი სტატიები