სიახლე 

ფოთში თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაკვირვების პროცესი დაიწყო 05 01 20

თევზის სუნის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შესაბამისად თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაიწყო წარმოების პროცესზე დაკვირვება. გუშინ ნავმისადგომებზე გემების გადმოტვირთვის პროცესიდან დაწყებული და ქარხნებში გადამუშავებით გაგრძელებული, ზედამხედველობაში ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა წარმომადგენლები. დაკვირვების პროცესი ეტაპობრივად სხვა ქარხნებშიც დაიწყება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მსგავსი სტატიები