სიახლე 

ფოთში 2019 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ 02 01 20

30 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი 20 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის პრიზიორი, 2020 წლის საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ნონა გაფრინდაშვილის თასის B ღია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, მაია ჩიბურდანიძის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 14 წლის გოგონათა შორის, ქალთა საერთაშორისო ოსტატის პირველი ბალის მფლობელი, ფიდეს ქალთა ოსტატის წოდების მფლობელი, მრავალი რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი – ელენე წოწონავა. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტებად დასახელდნენ: – 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი 14 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გამარჯვებული 16 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ფიდეს ქალთა ოსტატობის კანდიდატი, ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, მაია ჩიბურდანიძის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 1800< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის, მრავალი რესპუბლიკური და რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი – დიანა ლომაია – 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში 8 წლის ჭაბუკთა შორის, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი, ფოთის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული 8 წლის ჭაბუკთა შორის, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი, ნონა გაფრინდაშვილის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 8 წლის ჭაბუკთა შორის, მრავალი რესპუბლიკური და რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი – გაგა გვასალია – ასევე ნომინანტებად დასახელდნენ კახაბერ კიზირია, თეიმურაზ კვიკვინია, ანა სანიკიძე და ნია ჭითანავა. ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის პრიზიორი კლუბი “ნანა”-ს ნორჩი წევრები. ჭადრაკში წლის ყველაზი აქტიურ საჯარო სკოლად დასახელდა ფოთის მე-15 საჯარო სკოლა.

მსგავსი სტატიები