სიახლე 

ფოთში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება 06 01 20

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა 12საათზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან ფოთის საკათედრო ტაძრამდე გაიმართება. საღამოს 7 საათზე კი ფოთის ცენტრალურ პარკში – ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. იქვე სტუმრებს საახალწლო სოფელი ელოდებათ სადაც , გლინტვეინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. სპორტის და კულტურის სამსახურის მიერ იგეგმება ფოთის 2019წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება; დასასრულს ფოთელებს ცეცხლოვანი შოუ,ჯგუფი –,,LOUDspeakers“ის კონცერტი და DJ elesto ელოდება

მსგავსი სტატიები