სიახლე 

ფოთში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა 06 01 20

ფოთის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გრიპის ვირუსის გავრცელების გამო სამედიცინო ამბულატორიულ გამყოფილებებში მოსახლეობის მომართვიანობა გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით ვირუსული ინფექციის შემთხვევებმა ორჯერ მოიმატა, თუმცა ფოთში მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სტაციონარს ძირითადად 5წლამდე ბავშვები და მოხუცები მიმართავენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით ფოთში რისკ ჯგუფის 620მდე პაციენტი არის აცრილი ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ რომ მათ პრეპარატი ტამიფლუს მარაგი გააჩნიათ და მოუწოდებენ მოსახლეობას რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

მსგავსი სტატიები