სიახლე 

ზურაბ ტიბუა საქართველოს კრივის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს 20 01 20

ჩვენი თანაქალქელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საერთაშორისო ინსტრუქტორი, პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურაბ ტიბუა, საქართველოს კრივის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ზურაბ ტიბუა 2008 წელს მონაწილეობდა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, რომელმაც იმსაჯა ფინალური ორთაბრძოლა. მონაწილეობდა ევროპის, მსოფლიოს და სხვადასხვა ჩემპიონატებში. 2015 წლიდან არჩეულია მსოფლიოს საერთაშორისო ინსტრუქტორად, რომელიც სამსაჯო სემინარებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მსგავსი სტატიები