სიახლე 

ფოთის თეატრი ახალი სპექტაკლისთვის ემზადება 22 01 20

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას და მორიგ საჩუქარს უმზადებს პატარა მაყურებელს; 2020 წლის 21 იანვრიდან წარმოებაში ჩაეშვა ალექსანდრე პუშკინის ყველასათვის კარგად ნაცნობი ნაწარმოები ,,ოქროს თევზის ზღაპარი“ (,,მებადურისა და ოქროს თევზის” მიხედვით). სპექტაკლის გამოშვების სავარაუდო თარიღია 2020 წლის 15 თებერვალი. პატარა მაყურებელს კიდევ ერთი ჯადოსნური და გასაოცარი მოგზაურობა ელოდება ფოთის თეატრის სცენაზე; დამდგმელი რეჟისორი – თამაზ ბოლქვაძე.

აღსანიშნავია რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი აცხადებს მიღებას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ფოთის თეატრის მიზნობრივი ჯგუფისათვის. ფოთის თეატრი კონსულტაციებს გაუწევს მიზნობრივი ჯგუფის წევრობის მსურველებს. დინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი და წარმოადგინონ თანდართული დოკუმენტაცია (სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია) ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში – მისამართი; რუსთაველის რკალი N 1.

მსგავსი სტატიები