სიახლე 

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება 22 01 20

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მილიონამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული მუშები სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში, ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლიან.

მსგავსი სტატიები