სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერისტეტს დოქტორი კაუპო კანდი ეწვია 24 01 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი კაუპო კანდი ეწვია. გაიმართა ლექცია თემაზე: „ფილოსოფიის სათავეები და საქართველო“. შეხვედრას სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ. დოქტორი კაუპო კანდი ფლობს კონტინენტური ფილოსოფიის დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს ვარვიკის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს ფილოსოფიაში. კაუპო კანდი სხვადასხვა დროს იყო ესტონეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელი და რადიო „ევროპის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გაერთიანებულ სამეფოში. ხვალ კაუპო კანდის მორიგი ლექცია გაიმართება თემაზე „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“.

მსგავსი სტატიები