სიახლე 

ფოთში საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნა 24 01 20

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა. მისი თქმით, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა. ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები