სიახლე 

ფოთში დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს 27 01 20

ფოთში დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მაშველებმა იგი პალიასტომის ტბაში ნახეს. შეგახსნებთ, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი მას 23დღის განმავლობაში ეძებდა. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები