სიახლე 

ფოთში დაკარგულ ახალგაზრდას 21 დღეა ეძებენ 25 01 20

უკვე 21 დღეა ფოთში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 24 წლის გიგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ოჯახს ამ დრომდე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მათ ასევე არ აქვთ არანაირი ვერსია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. შშს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები