სიახლე 

ფოთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის შესწავლის მსურველთა მიღება დაიწყო 27 01 20

ფოთის “სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი ” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს “ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა,რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას ,ისინი ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს. პროგრამა განკუთვნილია 13 -16 წლამდე მოზარდებისთვის და ხორციელდება საქართველოს 29 ქალაქსა და დაბაში. ორწლიანია და სწავლების 4 სემესტრს მოიცავს.

მსგავსი სტატიები