სიახლე 

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის და ქუთაისში რეგიონული ოფისები გახსნა 27 01 20

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდსა და ქუთაისში რეგიონული ოფისები გახსნა. პირველი რეგიონული ოფისის ზუგდიდში გახსნას აქვს კონკრეტული მიზეზები, ამ განცხადებით მიმართა შეკრებილებს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსათვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარეძეს თქმით, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ხელისუფლებამ სპეციალურად გააჩერა, რადგანაც პორტის ფუნქციონირება ჩრდილოელ მეზობელს ხელს უშლიდა, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია ეს ხელისუფლება-ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავუშვათ და როგორც კი ეს მოხდება, მეორე დღესვე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. ხაზარაძემ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად მამუკა ახვლედიანი წარადგინა. ზუგდიდის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ ეტაპისთვის 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული. ქუთისში პარტიის დამფუძნებლებმა ქალაქის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისის ოფისს მამუკა მამალაძე უხელმძღვანელებს, მან გადამღებ ჯგუფთან ქალაქის უპირატესობებსა და ქუთაისში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც (საზოგადოებრივი მოძრაობა) ლელო, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა . საზოგადოებრივი მოძრაობა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს.

მსგავსი სტატიები