ნორჩი ვეტერინარი ფოთიდან 28 01 20
დღეს გვინდა გაგაცნოთ ფოთელი გოგონა ანასტასია კვარაცხელია რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები. მისი ინტერესი თევზების, ფრინველების და ცხოველების მიმართ 2 წლის ასაკიდან დაიწყო. შემდგომ დედას ეხმარებოდა ზოომაღზიაში, ამ სფეროში დიდი ნიჭი აღმოაჩნდა და უკვე კვალიფიციური კონსულტაციების გაწევაც კი შეუძლია.
ანასტასიას ამჟამად სახლში ჰყავს თუთიყუში და ძაღლები. ის ჯერ მხოლოდ მესამე კლასშია, თუმცა კარგად იცის როგორ უნდა მოუაროს ცხოველებს და ფრინველებს, როგორ დაიცვას ჰიგიენური ნორმები და რა გარემო პირობები სჭირდებათ მათ.
ანასტასიას ოცნებაა რომ ვეტერინარი გამოვიდეს და საკუთარი კლინიკა ჰქონდეს. მომავალში კი უპატრონო, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენებაც აპირებს.