სიახლე 

ამერიკის ხმა 30 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მოსმენა სენატში გრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მათთვის მიცემულ დროში უკვე წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები. ორივე მხარის წარომადგენელთან შეკითხვები ჰქონდათ სენატორებს. ეს პროცედურის სტანდარტული ნაწილია. სენატორებს დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების მისაღებად შეუძლიათ კითხვით მიმართონ როგორც ბრალდების ისე, დაცვის მხარეს. ახლა საიმპიჩმენტო ვნებათაღელვის ეპიცენტრში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონია. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის ახალ წიგნში, ჯონ ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მართლაც შეუჩერა უკრაინას სამხედრო დამხარება ბაიდენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რასაც კვლავ კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დემოკრატები წარმომადგენელთა პალატიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს ორი მუხლით ითხოვენ. ესენია ძალაუფლების გადაჭარბება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 5900-მდე გაიზარდა. ქვეყნიდან უკვე დაიწყეს უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია. იაპონიამ უკვე გაიყვანა 200-ზე მეტი მოქალაქე, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასოციშიეტიდ პრესის ინფორმაციის თანახმად ევაკუაცია გამოცხადდა ამერიკის მოქალაქეებისთვისაც. იგივეს გეგმავენ სხვა ქვეყნებიც. მათ შორის ავსტრალია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, რუსეთი და სხვები. ქალაქ ვუჰანსა და მიმდებარე რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული.

ამერიკის სკოლებში ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან ურთიერთპატივისცემას, განსხვავებულების მიმღებლობას, ადამიანების პატივისცემას მათი კანის ფერის, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილების მიუხედავად.

ამერიკელ ტუტსი ზინსკის, მხატვრული შუშის ხელოვნების სამყაროში კარგად იცნობენ. დღეს მისი ახალი, უნიკალური კოლექციის შესახებ მოგითხრობთ, რომლის იდეა ხელოვანს უკვე გამქრალ, ან გადაშენების პირას მყოფ, ფრინველთა ბუმბულებმა შთააგონა.

დღეისათვის სულ ეს იყო. სტუდიიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობდა. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის. ჩვენი გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. ნახვამდის.

მსგავსი სტატიები