სიახლე 

ფოთის საკრებულო სხდომა მოძრაობა „გაბედე“-ს აქციის ფონზე 29 01 20

ფოთში საკრებულოს რიგით მეორე მოწვევის სხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე ერთამანეთს ნაციონალური მოძრაობის და ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ, რაც დარეჯან ცხვიტარიას განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე რომ, ოცნება ახალგარზდებს ზონდერებად იყენებს. სხდომის პარალელურად მოძრაობა ,,გაბედეს „ წევრებმა მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან აირწინაღებითა და ლანგარზე დადებული თევზით მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით ფოთში გავრცელებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. ინტერვიუ ბექა ნათელაშვილი. მიშა ქუმსიშვილი აქციას შეუერთდნენ ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც, რომელთა ორგანიზებით, თევზის სუნის გამო ფოთში პერმანენტული აქციები ეწყობოდა მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა ამან მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. ასევე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოცნების მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები შენობაში მას შემდეგ შეუშვეს რაც საკრებულოს სხდომა დასრულდა და ისინი ფოთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს წევრებიც. სხდომას ესწრებოდნენ ასევე ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც. დიალოგი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მოძრაობა ,,გაბედეს“ წევრებმა განაცხადეს რომ ფოთში გავრცელებული თევზის სუნი მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას კუთვნილი ქარხნიდან ვრცელდება. ამის შემდეგაც მმართველი გუნდის წევრებმა მათ პროვოკატორები უწოდეს და შეხვედრა დატოვეს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მაჟორიტარი ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი. მისი განცხადებით ეს აქცია ,, ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო მართული. მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლის განცხადებით აქ საკუთარი ინიციატივით არ ჩამოსულან, მათ ადგილობრივები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ რომ აქციის მონაწილეები ქალაქში დიდი ხანია იმყოფებოდნენ და საკრებულოს სხდომის დაწყებას მისი ჩაშლის მიზნით ელოდებოდნენ.

მსგავსი სტატიები