სიახლე 

ფოთში ბიბლიოთეკის დარბაზში ლუკა კაზანჯის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 01 20

მსოფლიო ისტორია ერთ დიდ კოლხურ მუხას ჰგავს, რომლის პალეოკავკასიურ ფესვებს მედიტერიანული მდინარეების ატლატიდურ-დემურიულ-არიულ სათავეებთან მივყავართ- ასე იწყება ფოთელი ფილოსოფოსის ლეონიდ-ლუკა კაზანჯის წიგნი-„სინათლის ფიქრები და წყვდიადის გამოცანები“, რომლის პრეზენტაციაც დღეს ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში გაიმართა. – ატლანტური სიბრძნე – კოლხეთის, იბერიისა და ქალდეის კოსმიური ემისია – თეოგენიისა და კოსმოგენიის ურთიერთ მიმართება – ჭეშმარიტების ძიების მეთოდიკა – აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფია სწორედ ამ და სხვა საკითხებს ეძღვნება ახალგაზრდა ფოთელის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ-ოკულტური ძიებანი პრეზენტაციას „ფაზისის აკადემიის“ წევრები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ „ჩემი რწმენით ეს ნაშრომი დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს ზემოაღნიშნულ საკითხთა გარშემო გარკვეული სახის არგუმენტირებული მსოფლხედვის ჩამოყალიბების პროცესში“- აცხადებს ლუკა კაზანჯი

მსგავსი სტატიები