29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა გრან-პრის გათამაშება 8 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 80-მდე მოჭადრაკე. 10 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში საუკეთესო ბარბარე კულუა იყო, მეორე ადგილზე – გიორგი ფხაკაძე გავიდა, ხოლო მესამეზე თევდორე გონჩაროვი. 10 წლის მოჭადრაკეთა პირველი ლიგაში პირველობა არავის დაუთმო ნიკოლოზ ფაციამ, მეორე ადგილზე კი ნუნუკა ალანია გავიდა, გვანცა აფხაზავა კი მესამე ადგილს დასჯერდა. უმაღლესი ლიგის საგზურები ნიკოლოზ ფაციამ და ნუნუკა ალანიამ მოიპოვეს. 8 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილი ნიკოლოზ ჩაჩავამ მოიპოვა მეორე და მესამე ადგილზე ალექსანდრე – თარგამაძე და ანდრეა მიქაბერიძე გავიდნენ.
8 წლის მოჭადრაკეთა პირველ ლიგაში – პირველი ადგილი იაკობ რატიანმა მოიპოვა, მეორე – ანი გობრონიძემ მესამე ადგილზე კი – თამაზ ხიზანეიშვილი გავიდა. უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს იაკობ რატიანმა და ანი გობრონიძემ. 6-9 თებერვალს, ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში გათამაშდება შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...