29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა გრან-პრის გათამაშება 8 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 80-მდე მოჭადრაკე. 10 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში საუკეთესო ბარბარე კულუა იყო, მეორე ადგილზე – გიორგი ფხაკაძე გავიდა, ხოლო მესამეზე თევდორე გონჩაროვი. 10 წლის მოჭადრაკეთა პირველი ლიგაში პირველობა არავის დაუთმო ნიკოლოზ ფაციამ, მეორე ადგილზე კი ნუნუკა ალანია გავიდა, გვანცა აფხაზავა კი მესამე ადგილს დასჯერდა. უმაღლესი ლიგის საგზურები ნიკოლოზ ფაციამ და ნუნუკა ალანიამ მოიპოვეს. 8 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილი ნიკოლოზ ჩაჩავამ მოიპოვა მეორე და მესამე ადგილზე ალექსანდრე – თარგამაძე და ანდრეა მიქაბერიძე გავიდნენ.
მსგავსი სტატიები
-
როგორ უმკლავდება ციტოლესი შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს?
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,... -
„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და... -
როგორია ეუკარბონის მოქმედების მექანიზმი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ცხოვრების თანამედროვე სტილმა მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც 21-ე...