უამინდობამ საავტომობილო გზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემები გამოიწვია, მაღალმთიან რეგიონებში გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩაიკეტა კიდეც. თუ რამდენად მომზადებული შეხვდნენ უამინდობას ფოთში შესაბამისი სამსახურები, ამის გარკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. ფოთის სერვისების ცენტრში აცხადებენ, რომ ამინდის პროგნოზის შესაბამისად მობილიზებულნი არიან. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფები, რომელებიც საჭიროების შემთხვევაში ქუჩების და ტროტუარების კრიტიკული მონაკვეთების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. 24 საათიან მორიგეობაზე არიან გადასულები ფირმა ,,გზამშენებელი 13“-ის თანამშრომლები. აღნიშნული ორგანიზაცია ავტომაგისტრალის 130 კმ-იანი მონაკვეთის მოვლა-პატრონობას ახორციელებს.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...