სიახლე 

ფოთში 10 დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ 11 02 20

ფოთში 10- დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ის 31 იანვარს მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან გავიდა, თუმცა მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში მდინარე რიონზე არსებულ ხიდთან, მიტოვებული იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემოსვანეთის და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მმაშველთა ჯგუფები. შშს-ში აცხადებენ რომ საქმე აღძრულია სსკ-115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები