სიახლე 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს 11 02 20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მათ მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარტე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული 35 ერთეული წიფლის სახეობის მორი ამოიღეს. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში.

მსგავსი სტატიები